იყო თუ არა ტყიბულში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი შრომითი კანონმდებლობის ხარვეზი, როგორც ამას ომბუდსმენი მიიჩნევს და არის თუ არა მსგავსი შემთხვევბიდან შრომის ინსპექცია რელაური გამოსვალი? სახალხო დამცველის ხმაურიან ბრლადებას, რომ საქმე მკვლელობასთან გვაქვს, დღეს მმართველი გუნდიდან უპასუხეს. უმრავლესობაში თვლიან, რომ შრომის ინსპექცია უბედური შემთხვევების თავიდაც აცილების გარანტია ვერ იქნება.
საკომიტეტო მოსმენებზე უმრავლესობის დეპუტატებმა დღეს სახალხო დამცველი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში დაადანაშაულეს და განმარტეს, რომ შრომის ინსპექცია მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.
„სახალხო დამცველი, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული ჩვენგანი და საქართველოში მყოფი თითოეული ადამიანის უფლება, მკვლელს არ უნდა უწოდებდეს ვინმეს, ეს არის ძალიან არაპროფესიონალური, ძალიან მკაცრი შეფასება,“ - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანიშვილმა.
ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ შრომის ინსპექცია გამოსავალი არ არის.
„ეს არ არის შემაკავებელი ფაქტორი, ეს უბრალოდ იქნება დამატებითი რაღაცა ბიუროკრატიული ერთეული, სადაც ქართული ოცნება კიდევ დაასაქმებს თავის აქტივისტებს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ.
ევროპულ საქართველოში კი აცხადებენ, რომ დღევანდელი კანონმდებლობა მთავრობას ავალდებულებს მსგავსი დაწესებულებების კონტროლს.
„საუბარი ახალი, დამატებითი მექნიზმების შემოღებაზე არ არის რეალური გამოსავალი. რეალური გამოსავალი არის ის, რომ ყველა ის ნორმა, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, იყოს სწორად და ზედმიწევნით აღსრუელბული,“ - განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
დღეს სახალხო დამცველი პირველმა მოადგილემ, ნათია კაციტაძემ, განმარტა, რომ უჩა ნანუაშვილს უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დაურღვევია.