პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი, ესწრებოდა. ელჩმა დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მნიშნელოვანი საკითხია.
„არსებობს კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო კომისიამ მოამზადა. ახლა კონსულტაციები მიმდინარეპობს. საინტერესო იყო დებატებზე დასწრება. შესაძლებლობა გვქონდა, მოგვესმინა სხვადასხვა მოსაზრებისთვის. დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, შემიძლია გითხრათ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა უმნიშვნელოვანესი საკითხია და ჩვენც ვაკვირდებით ამ პროცესს,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
შეხვედრას ანალიტიკოსები და თავდაცვის საკითხებში ექსპერტები ესწრებოდნენ. მათი აზრით, ომისა და ოკუპაციის პირობებში უშიშროების საბჭოს გაუქმება დაუშვებელია.