18 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
EMC-ს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების რეკომენდაციები შსს-ს

EMC-მ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების შესახებ შექმნილი ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტის მიზანი ამ ტიპის დანაშაულის ეფექტური გამოძიება, მისი პრევენცია და დამნაშავეების დასჯაა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ტიპის დანაშაულებების შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს, სიძულვილის მოტივი კი, მათი თქმით, არ განიხილება დამამძიმებელ გარემოებად. სამართალდამცავებს დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველის აპარატიც. EMC-ის ინიციატივას გამოეხმურნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„აკადემიაში უკვე ვაკეთებთ კურსს, რომელიც ზოგადად გამოძიების მეთოდიკის სწავლებას გულისხმობს და ამ ფარგლებში ჩვენ მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ და მათი რეკომედაციები, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ეს სტანდარტი, უკვე ვნახოთ მოქმედებაში,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.

დღის ამბები