შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი სასაზღვრო სექტორის დასაცავი მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.
ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი საქართველოში სომხეთიდან უკანონოდ შემოჰქონდა. გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.