18 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას საფუძველი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩაუყარეს. გიგლა აგულაშვილის თქმით, ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.

მშენებლობას გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს.

2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 მილიონ 737 ათას 500 ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები