18 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ლუჟკოვის ვიზიტი და საქართველოს ოკუპაცია - დაპირისპირება კონსტიტუციის განხილვაზე

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვის დროს, გორში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა.

უმრავლესობის წარმომადგენლების აზრით, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ყურადღება პრეზიდენტის არჩევის წესზე არ უნდა ამახვილებდეს.

„მე ვიწყებ საკითხს იმით, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ეს არის უმთავრესი ამოცანა ჩვენი, რომ მოვახდინოთ დეოკუპაცია ქვეყნის და რაც შეიძლება, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რომ სწრაფად განვითარდეს ქვეყანა,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.

ამ საკითხს ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი, არ უნდა ჩამოდიოდეს.

„იქ, სადაც საუბარია ოკუპაციაზე, ლუჟკოვი არ უნდა ჩამოდიოდეს ქვეყანაში და არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ პასპორტში მას არაფერი არ ეწერა განსაკუთრებული. პუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, მას პასპორტში რამე უწერია, საინტერესოა. ამიტომ ეს არ უნდა ხდებოდეს ოკუპირებულ ქვეყანაში,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები