მიგრაციული პროცესების მართვის შესახებ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში მიგრაციული პროცესების მართვის კუთხით არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე განიხილეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და ადმინისტრირების შესაძლებლობები.
„განვიხილავთ მიგრაციის საკითხებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. ასევე, განვიხილავთ გაეროს პრინციპებზე დაფუძნებულ ახალ გლობალურ მიდგომას. ვფიქრობ, რომ საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება,“ - აღნიშნა მიგრაციის პოლიტიკის მართვის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა რადიმ ჟაკმა.