სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, გიორგი ჩემია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ არ დაამტკიცა. გიორგი ჩემიას საკუთარი კანდიდატურა თბილისის სააპელაციო, საქალაქო და მცხეთის რაიონული სასამართლოების სხვადასხვა კოლეგიაში ჰქონდა წარდგენილი.
მცხეთაში სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველ მოსამართლედ საბჭომ მოსამართლე მაია ოშხანელი დანიშნა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლედ არ გამწესდა ასევე ხმაურიანი საქმეების პროკურორი რევაზ ნადოი.
გიორგი ჩემიას კანდიდატურა გასულ წლებშიც ჰქონდა წარდგენილი, თუმცა საკმარისი ხმათა რაოდენობა ვერცერთხელ ვერ აიღო.
ხმაურიან საქმეებთან დაკავშირებული მიხეილ ჩინჩალაძე და ოთარ სიჭინავა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლეებად გაამწესა. შორენა ყაველაშვილი კი, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოში გაამწესეს.