ხანდოს ხეობაში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული ორი პირი მოსამართლემ, 400-400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ, მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც დანაშაული აღიარეს. 2 საათის განმვლობაში მოსამართლე დაპირისპირების დეტალებს ბრალდებისა და დაცვის მხარისგან ისმენდა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ხანდოს ხეობის მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა საპროტესტო აქცია კვლავ დააანონსეს. ადგილობრივები დღესაც აცხადებენ, რომ ენერგოკომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ, რადგან 500 კილოვოლტიანი ელექტროსადენები მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ადგილობრივების პროტესტის ხელოვნურ გამწვავებაში არასამთავრობო ორგანიააცია მწვანე ალტერნატივას ადანაშაულებს ენერგეტიკის მინისტრი. კახი კალაძე აცხადებს, რომ ხანდოს ხეობაში ელექტროსადენების მშენებლობას ხელს ვერავინ შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ ხანდოს ხეობასა და ფასანაურში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 6 პირი გუშინ დააკავეს.
მწვავე პროტესტის მიზეზი ფასანაურში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დასამონტაჟებლად დაწყებული სამუშაოები იყო. ადგილობრივებს 500 კილოვოლტიანმა სადენებმა სტეფანწმინდა ჰესი რუსეთის, სომხეთისა და ირანის ელექტროსისტემებს უნდა დააკავშიროს.