18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
პატიმართა არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ციხის ყოფილი თანამშრომლების დაკავებები გრძელდება

პატიმართა არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ციხის ყოფილი თანამშრომლების დაკავებები გრძელდება. პროკურატურამ პასუხისგებაში 7 პირი მისცა, მათ შორის გლდანის ციხის რეჟიმის უფროის ოლეგ ფაცაცაიაცა. ამ საქმეზე შოთაძის უწყების 600-მდე პატიმარი გამოკითხული თუმცა დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 21 აქვს. როდის განიხილავს სასამართლო 1000 გვერდიანი მასალას უცნობია

ეგრეთ წოდებულ გლდანის ციხეში გადატანილი არაადამიანური მოპყრობის შესახებ აკაკი ოჩიგავამ გამოძიებას უკვე მოუყვა. ის ერთ-ერთი დაზარალებულია საქმეში სადაც ბრალდებულები ციხის 6 ყოფილი თანამშრომელი და რეჟიმის ყოფილი უფროსი არიან. პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულები პატიმართა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მათ დასამცირებლად კი სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ

სადავო ეპიზოდების შესახებ შესახებ ინფორმაცია აქვთ თუმცა ადვოკატებს საქმის მასალები დეტალურად ჯერ არ შეუსწავლიათ . მტკიცებულებების გაცნობამდე კი მათთვის გაუგებარის რატომ გახდა გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ კონკრეტულ პირთა დაკავება აუცილებელი. მითუმეტეს მაშინ რომ 6-ვე მათგანი რამდენჯერმეა დაკითხული.

პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე ბრალდებულ პირებს სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ გადაიყვანენ, სადაც მოსამართლე მათთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.

დღის ამბები