18 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
მოსამართლეთა უვადოდ გამწესება საყოველთაო პროტესტის მიზეზი გახდა

სკანდალური მოსამართლეების უვადოდ გამწესება დღეს საყოველთაო პროტესტის მიზეზი გახდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მესამე სექტორი ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. მოსამართლეების, მიხეილ ჩინჩალაძის და ოთარ სიჭინავას, უვადოდ დანიშვნას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასამართლოში ხელისუფლების გავლენის გაძლიერებას უკავშირებენ.

იურისტები საბჭოს წევრებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილების იგნორირებაშიც ადანაშაულებენ და მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გაუმჭვირვალობაზეც საუბრობენ.

ომბუდსმენის ოფისში მიაჩნიათ, რომ საბჭოს მიერ კონკრეტული მოსამართლეების ერთხმად დანიშვნა სასამართლოს მიმართ ნდობას ამცირებს. 

კანონმდებლები იუსტიციის საბჭოს პოლიტიკური გადაწყვტილების მიღებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ, მოსამართლეების უვადოდ გაწესების სამართლებრივი საფუძველი საბჭოს წევრებს არ ჰქონდათ.

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ მოსამართლეთა არჩევის წესში არ ერევიან. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი არასამთავრობო სექტორმა დღეს გასაჯაროებულ კვლევაშიც გააკრიტიკა.

მედიასთან კომენტარი არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გაუკეთებია, რომელმაც შეხვედრა ამჯერადაც სათადარიგო კარიდან დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები