18 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
"SOU 2017" - მუსიკალური თავგადასავალი და სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები

ორთვიანი მუსიკალური თავგადასავალი და სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები. ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი სანდრო ჩინჩალაძე ავსტრალიელ კოლეგასთან ერთად სრულიად ახალ ექსპერიმენტზე მუშაობს.

სხვადასხვა ამინდში, ღია ცის ქვეშ მოპოვებული ნატურალური ხმების საველე ჩანაწერებით არტისტებმა ახალი მუსიკალური ჰარმონია შექმნეს.

ახალ მუსიკალურ პროექტს Tete Noise სკოტ მაკკულოქისთან და სიმებიან კვარტეტთან - The Stringers-თან ერთად, მსმენელს ცირკის არენიდან წარუდგენს.

SOU 2017-ს 15 მაისს Tete Noise-სა და The Stringers-ის კონცერტი გახსნის. სულ ფესტივალის ფარგლებში 26 საღამო გაიმართება. სხვა ზღვა - ასე ჰქვია ფესტივალს, რომელსაც თბილისი 15 მაისიდან უმასპინძლებს.

დღის ამბები