მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
სწორედ წმინდა ანდრიას უკავშირებენ საქართველოში ქრისტიანობის თავდაპირველად შემოტანას. დღევანდელი დღე დასვენების დღედ არის გამოცხადებული.