18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
საქარველოში სტაბილურად მაღალია ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა - NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა. NDI-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა 12% კი არა.

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის განმარტებით, სტაბილურად მაღალია ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა საქარველოში, იმაზე მაღალი ვიდრე თავად ევროკავშირის ქვეყნებში. 

ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს სამი მთავარი არგუმენტი აქვთ, 43 %-ის აზრით რუსეთთან კონფლიქტის საფრთხე, 24%-ის იდენტობის საფრთხეზე საუბრობს, ხოლო 18%-ს მიაჩნია, რომ ეს არასდროს მოხდება.  

63% მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას ასახელებს .

 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში უვიზო მომოსვლასთან დაკავშირებითაც არის საუბარი.

 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან  დიდი უმრავლესობა,  92% ინფორმირებულია ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. თუმცა ეს მაჩვენებელი დაბლია უმცირესობათა დასახლებაში - 64%.

 

უმრავლესობის - 78%-ის აზრით, უვიზო მიმოსვლის მიუხედავად მოსახლეობის უმეტესობა ფინანსურად ვერ გაწვდება ევროპაში მოგზაურობას.

 

64% ასევე ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის წესებისა და პროცედურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს.

 

მიუხედავად ამისა, 67% მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავა. 

 

გამოკითხვა სრულად ორშაბათს გამოქვეყნდება. ამ დროს ცნობილი გახდება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიმართ. 

 

დღის ამბები