სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებში სააგენტოს სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას სწავლობენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში 705 შემოწმება ჩატარდა.
მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა.