18 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
სამშენებლო ტექნიკამ ხანდოს ხეობაში სასაფლაოების გადათხრა დაიწყო - მოსახლეობა აქციას აანონსებს

სამშენებლო ტექნიკამ ხანდოს ხეობაში სასაფლაოების გადათხრა დაიწყო. მოსახლეობის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები სწორედ მუგუდას სასაფლაოზე მიმდინარეობს, სადაც ისინი დღეს მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

ადგილობრივები სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას და გადამცემი ხაზისთვის ალტერნატიული გზის მონახვას ითხოვს. მათ ამ დრომდე ენერგეტიკის სამინისტროდან არავინ შეხვედრია.

დღის ამბები