18 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
56%-ს მიაჩნია, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეში მთავრობის მხრიდან ჩარევას ქონდა ადგილი - NDI

NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საქმის კურსშია.

გსმენიათ თუ არა უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ, რომელმაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, 16% პასუხობს, რომ - არა. 

79%-დან, ვისაც სმენია ამ ნაგაჩენის შესახებ, 56%-ს მიაჩნია, რომ რუსთავი 2-ის საქმეში მთავრობის მხრიდან ჩარევას ქონდა ადგილი. 17% ამ აზრს არ ეთანხმება.

46% თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში მედიის თავისუფლოებას შეზღუდავს. 33% კი ასე არ ფიქრობს. 

46% მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის დროს მოსამართლეებზე ზეწოლა ხდებოდა, 20% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

35% თვლის, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე მხოლოდ ბიზნესის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა იყო, რომელიც არ იყო კავშირში პლიტიკასთან, ასე არ ფიქრობს 41%.

44% თვლის, რომ რუსთავი 2-ის სასამართლო არ იყო სამართლიანი, სამართლიანი იყო ფიქრობს, 28%. 

საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 ათას 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს გახდა ცნობილი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა შედეგები სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა. აქცენტი ქვეყნის მიმართულებასთან, მიმდინარე მოვლენებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებზე გაკეთდა.

დღის ამბები