18 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
თავდასხმა ლაშა თორდიაზე - ომბუდსმენი საქმის შესწავლას იწყებს 

საქართველოს სახალხო დამცველი, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებული თავდასხმის საქმის შესწავლას იწყებს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი გამოძიების მიმდინარეობას საკუთარი სურვილით დააკვირდება. 

ნანუაშვილი ამბობს, რომ ლაშა თორდიაზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება იქნება ერთგვარი ტესტი საგამოძიებო ორგანოებისთვის. 

ომბუდსმენი წარსულში მომხდარი მსგავსი ძალადობრივი ფაქტების გამოუძიებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

"ჩვენ საკუთარი ინიციატივით ვიწყებთ ამ საქმის შესწავლას, დავაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას. მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც მოხდება ადეკვატური რეაგირება და ეს საქმე იქნება გამოძიებული, მით უმეტეს, როდესაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები, როდესაც მოხდა ძალადობის არა ერთი ფაქტი, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე თუ პოლიტიკურ ფიგურებზე, სამწუხაროდ, არ იყო გამოძიებული და ეს ფაქტი არის ერთგვარი ტესტი საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის,"-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 12 მაისს მოხდა. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს. 

დღის ამბები