18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
დაპირისპირება და ხმაური პროფკავშირებისა და "აუდიტორია 115"-ის აქციაზე

ხმაური იყო პროფკავშირებისა და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქცია-მსვლელობაზე. საპროტესტო მსვლელობა მეშახტეთა უფლებების დასაცავად გაიმართა.

პროფკავშირებისა და აუდიტორია 115-ის მიერ გამართული აქცია-მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო და პარლამენტის მიმართულებით გადაინაცვლა, თუმცა გზადაგზა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ხდებოდა. პოლიცია აქციის მონაწილეებისგან ითხოვდა, რომ გზის სავალი ნაწილი არ დაეკავებინათ.

პროფკავშირები და აუდიტორია 115-ის წევრები ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნას და მეშახტეებისთვის საშეღავათო პირობების დაწესებას ითხოვენ.

თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაწყებული საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან უკვე სრულდება.   

დღის ამბები