18 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
"ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება - ჩვენ ამ უფლებას გვართმევენ“ - ფასანაურის მოსახლეობა კახა კალაძეს პასუხობს

ხანდოს ხეობის მოსახლეობამ ენერგეტიკის მინისტრის ბრალდებებს უპასუხა. ადგილობრივებმა უარყვეს კახა კალაძის ის განცხადება, სადაც მინისტრმა საზოგადოებრივ პროტესტში არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა და მართულ პროვოკაციაზეც ისაუბრა.

მოსახლეობა მოუწოდებს კალაძეს, ჩავიდეს ხანდოს ხეობაში და უშუალოდ ადგილზე გაეცნოს მიმდინარე საკითხებს და მათ პრობლემებს.

დღეს ფასანაურში მცხოვრებლები თბილისში, კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაზე იმყოფებოდნენ და მათ საკუთარი ხმის მიწვდენა სურდათ პოლიტიკოსებისთვის, თუმცა როგორც ცნობილია, პროცესი ჩაიშალა.

„მათ უნდათ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგონ, კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება - ჩვენ ამ უფლებას გვართმევენ,“ - აღნიშნა ერთერთმა მოქალაქემ ეთერ კეკიშვილმა.

 

დღის ამბები