30 სექტემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციამ "ევროპული დღეები" აღნიშნა 

ევროპული საქართველოს ზუგდიდის ორგანიზაციამ ევროპული დღეები აღნიშნა და ქუჩაში ახალგაზრდებთან ერთად ფლაერები დაარიგა. მათი განცხადებით, ევროპულის გზა არის საქართველოს განვითარების ერთადერთი გზა და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობაც.

ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ევროპული საქართველოს წარმომადგენლების თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები სისტემატიური ხასიათის იქნება.

დღის ამბები