18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
„სახელმწიფო არის ვალდებული უზრუნველყოს აღმსარებლობის თავისუფლება," - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისათვის რეკომენდაციები მოამზადა. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების უფლებების შესახებ განხილვა რელიგიური კომფესიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.

ერთ-ერთი საკითხი ცოტა ხნის წინ, სოფელ მოხეში არსებულ სადავო შენობასა და ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები იყო. სახალხო დამცველის განცხადებით, ხელისუფლება ნეიტრალური არ არის, როდესაც საქმე არადომინანტ რელიგიურ ჯგუფებს ეხება.

„სახელმწიფო არის ვალდებული უზრუნველყოს აღმსარებლობის თავისუფლება. მათ შორის, თუკი საჭიროება მოითხოვს, ნებართვების გაცემა კონკრეტული, შესაბამისი საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობის ასაშენებლად. სამწუხაროდ ეს შეთანხება და ეს ვალდებულება სახელმწიფოს არ აქვს შესრულებული, ისევე როგორც მოხეს კომისიასთან დაკავშირებით. ანუ, თავდაპირველი მიზანი, რომ მომხდარიყო წარმომავლობის გარკვევა ამ შენობის, სამწუხაროდ ეს მიზანი არ იყო მიღწეული და რეალურად ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები დასვა, რამდენად არის სახელმწიფო ნეიტრალური ასეთი გადაწვეტილებების მიღების დროს,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

დღის ამბები