18 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
პატრიარქი შიშობს, რომ მთიულეთში მაღალი ძაბვის ხაზების გაყვანა ოჯახურ ტურიზმს შეუშლის ხელს

ყაზბეგსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პატრიარქი.

"მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. გარდა დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე, ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს," - ნათქვამია ილია მეორის განცხადებაში.

დღის ამბები