18 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ლაშა თორდიას დაკითხვა - სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი პირველ კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა თორდია, კურიერთან სატელეფონო საუბრისას, 13 მაისს მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. თორდია ასევე ცოტა ხნის წინ დასრულებული, მისი გამოკითხვის შესახებაც საუბრობს და იმაზე, თუ რა შეკითხვები ქონდათ გამომძიებლებს მის მიმართ.

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის თქმით, შეკითხვები შეეხებოდა 13 მაისს მომხდარი თავდასხმის დეტალებს. ლაშა თორდიას თქმით, მას შესთავაზეს მოწმეთა დაცვის სისტემაში ჩართვა, თუმცა როგორც მან თავად აღნიშნა, ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მან ეს უარი იმით ახსნა, რომ მას სამსახურეობრივად ისედაც ეკუთვნის დაცვა.

"ყურადღება გაამახვილეს ასევე ვიყავი თუ არა ნასვამი. ამასთან დაკავშირებით, მე ცალსახად განვაცხადე, რომ ჩემს ჩვენებაში არის დაფიქსირებული, რომ ვსვამდი ალკოჰოლურ სასმელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიყავი ნასვამი და ვიყავი რაღაც უგონო მდგომარეობაში. ეს ასე არ არის. ამოიღეს ნივთმტკიცებად ტანსაცმელი, რაც მეცვა. შემომთავაზეს მოწმეთა დაცვის სისტემაში ჩართვა, რაზეც უარი განვაცხადე, ვინაიდან სამსახურეობრივად მეკუთვნის დაცვა და არ ვსაჭიროებ. იმედი მაქვს, რომ ჩემი დაკითხვის ოქმს პროკურატურა გამოიყენებს იმისთვის, რომ მოარგონ შემდგომში ჩვენებები სხვა მოწმეების და ბოლოს დაკითხონ ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მთლიანად ინტერპრეტაციას მოახდენს ამ ყველაფრის,“ - განაცხადა თორდიამ.

 

 

დღის ამბები