იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია მიიღო. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, უცხოელი სტუმრები შეკრებილებს გამოძიების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.
ჰააგის პროკურატურისა და სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლები ქართულ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, ჰააგის სასამართლოსა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.