18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ჩვენი მწყობრი, ძალიან მიზანმიმართული სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კასპში, ოკუპაციის მუზეუმში სტუდენტებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.

"ჩვენ არა მხოლოდ მუზეუმებში გვაქვს დაცული ოკუპაციის გამოხატულება, არამედ დღეს ჩვენ გვაქვს ცოცხალი მანიფესტი ოკუპაციისა ამ ადგილიდან სულ რამდენიმე კილომეტრსა და მეტრში, მავთუხლართების მიღმა. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც გახლავთ მწყობრი, ძალიან მიზანმიმართული, სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები