18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მონიტორინგის ჯგუფმა ტყიბულსა და ჭიათურაში მუშაობა დაიწყო

ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა ტყიბულსა და ჭიათურაში მუშაობა დაიწყო. დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველადი შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„ორი მინისტრის ბრძანებით შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი. ისინი გუშინ უკვე შეუდგნენ მუშაობას. ეს ჯგუფები გუშინდელი მდგომარეობით, ჩასულები არიან ტყიბულში და ჭიათურაში. დაგეგმილია მათი, ერთის მხრივ, კომპეტენციის გაზრდა და მეორეს მხრივ, მათი მუშაობის პორთფელის გაძლიერება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები