18 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
აქცია ქუთაისში - სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, სასტუმრო თბილისის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. იძულებით გადაადგილებულებმა აქცია გამართეს. დევნილები აცხადებენ, რომ დანგრევის პირას მყოფი შენობის კედლებიდან ფილები ცვივა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ქუთაისის მერიას განცხადებით მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. აქციას თავისუფალი საქართველოს წევრი გოგი წულაიაც შეუერთდა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კი, მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ შენობა მათ არ ეკუთვნით და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

დღის ამბები