18 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
"სილქნეტის" მიერ დაანონსებული ტარიფების სავარაუდო გაძვირება და ტელეკომპანიების პასუხი

სილქნეტი აბონენტებისთვის მომსახურების შესაძლო გაძვირებას აანონსებს და ამაში ტელეკომპანიებს ადანაშაულებს. კომპანიის ინფორმაციით, ტელეკომპანიები რუსთავი 2, იმედი და მაესტრო შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შესაძლოა, პაკეტის გაძვირება გამოიწვიოს.

რუსთავი 2-ის იურისტი აცხადებს, რომ მაუწყებლებმა გადახვევის ფუნქციის მქონე ოპერატორებს რეტრანსლირების საფასურის მოთხოვნით მიმართეს, რაც ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია.

რუსთავი 2-მა და მასთან ერთად სხვა ტელევიზიებმა, თავიანთი უფლების უზრუნველყოფა შპს მედია რაითს ჯორჯიას გადასცეს. შპს-ს დირექტორი განმარტავს, რომ მოთხოვნა სამართლიანია, თუმცა, ზურაბ ნაყეურის თქმით, სილქნეტმა მომსახურების შესაძლო გაძვირების შესახებ ინფორმაცია მოლაპარაკებების დაწყებამდე, მოულოდნელად გაავრცელა.

განცხადება გაავრცელეს მაუწყებლობის ავტორიზების უფლების მქონე პირებმა, სადაც ნათქვამია, რომ არ ეთანხმებიან სატელევიზიო სიგნალის ტრანზიტის სანაცვლოდ გადასახადის გადახდას. საკითხის შესწავლა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამაც დაიწყო.

ტელეკომპანიებში განმარტავენ, რომ რეტრანსლირების საფასურის მოთხოვნა მხოლოდ კომერციულ ინტერესებს ემსახურება, თუმცა არა მომხმარებლების ხარჯზე.

დღის ამბები