18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
რატომ არ არის ფარცხალაძე აქამდე დაკითხული? - შსს კითხვაზე პასუხი ისევ არა აქვს

შსს სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ბოლო 4 დღის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მოწმის სახით 10-ზე მეტი ადამიანია გამოკითხული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში ყოფილი მთავარი პროკურორის გამოკითხვაც იგეგმება.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას, ცემის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ამ ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულია ათზე მეტი პირი, ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზების დანიშვნის მიზნით, ნიმუშის სახით, გამოთხოვილია შესაბამისი მასალა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი. გამოძიებამ დაასრულა ლაშა თორდიას გამოკითხვა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოხდება ოთარ ფარცხალაძისა და სხვა პირთა გამოკითხვა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით," - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები