სასულიერო პირების და მრევლის აქცია თბილისში რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს. ამ წუთებში ფილარმონიასთან კონცერტი იმართება, მანამდე კი, სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს.
ასევე აღევლინა პარაკლისი პარლამენტის შენოაბასთან, სადაც სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი.
ისინი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.
დღესვე მოეწყობა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ილია მეორე სამების ტაძარში მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს და პარაკლისს გადაიხდის.