კოალიცია თანასწორობისთვის სახელმწიფოს, 17 მაისს შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს.
"ლგბტ თემის წევრებს, აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს სახელმწიფო მიმდინარე წელსაც უზღუდავს პოლიტიკურად მნიშვნელოვან სივრცეში - რუსთაველის გამზირზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სრულყოფილი სარგებლობის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ აქტივისტებმა თბილისის მერიას პირველებმა მიმართეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრების გამართვის მოთხოვნით, სახელმწიფომ უსაფრთხოების მაღალი რისკების გამო, მითითებულ ტერიტორიაზე შეკრების გამართვა შეუძლებლად მიიჩნია. ამ მოცემულობაში ლგბტ აქტივისტებს შეკრების ჩატარება სხვა ადგილას - კანცელარიის შენობის წინ მოუწიათ," - ნათქვამია განცხადებაში.