სამტრედიაში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ არის დაშავებული.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ნისანის მარკის მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
შემთხვევის დროს მსუბუქ ავტომობილში 3 მგზავრი იმყოფებოდა. შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კი სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.