ევროპული საქართველოს ლიდერებმა საჩხერეში პარტიის რაიონული ორგანიზაციების ოფისები გახსნეს. შეხვდნენ პარტიის წევრებს და ისაუბრეს სამომავლო სტრატეგიაზე. პარტიის ლიდერები მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
“მდიდარი ადამიანი ხელისუფლებაში არ ნიშნავს იმას, რომ თავის რესურსებს დახარჯავს და ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ახლა ხეების გადარგვაში იხარჯება ეს რესურსები. ევროპული საქართველო იქნება ალტერნატივა რომელიც, მათ შორის საჩხერეშიც დაანახებს ქართულ ოცნებას, რომ ასეთი აბუჩად აგდება საზოგადოების დაუსჯელი არ დარჩება“ - განაცხადა პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.