18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლი ექსპერტ-კრიმინალისტებმა დატოვეს

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას, ძმის სახლი ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დატოვეს. ამის შესახებ ბათუმიდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება.

კრიმინალისტებმა სახლიდან დალუქული პოლიეთილენის პაკეტებით ნივთები გამოიტანეს, თუმცა მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამ დრომდე საცხოვრებელ სახლში რჩებიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, მოსამართლე ნონა წოწორიას ძმა და ოაჯახის წევრები. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები და ოქმების შედგენა მიმდინარეობს.                       

შეგახსენებთ, რომ ჩხრეკის მოტივით სამართალდამცველები ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში დღეს საღამოს შევიდნენ. ოჯახის ახლობლების და პოლიტიკოსების ვარაუდით, ჩხრეკა ნონა წოწორიას ევროსასამართლოში საქმიანობას უკავშირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები