11-12 მარტის ბათუმის მოვლენებზე დაკავებულთა 9 პირის სასამართლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
დაკავებულების გაყვანის პროცესში, ასევე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრიც. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაკავებულებს უფლებები განუმარტა და ბრალი გააცნო.
სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი. სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.