18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სრულად დაიხურა - დეკანოზმა პროტესტის ნიშნად პროცესი დატოვა

მოსამართლემ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების სრულად დახურვის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ამ შუამდგომლობით მოსამართლე ბესიკ გუბიანიშვილს პროკურატურამ მიმართა, რაც დაკმაყოფილდა. დეკანოზმა პროტესტის ნიშნად პროცესი დატოვა. 

სახელმწიფო ბრალმდებლების განმარტებით, საქმეში დევს დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები, რისი გასაჯაროვებაც, შესაძლოა მედიის მხრიდან არასწორად მოხდეს.

 

დღის ამბები