18 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ახმეტის გამგებლის მამას საკუთარი სახლის ეზოსთან მდგომი სამსახურებრივი მანქანა მოჰპარეს

ახმეტის გამგებლის მამას საკუთარი სახლის ეზოსთან მდგომი სამსახურებრივი ავტომანქანა მოჰპარეს. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ საკობიანოში მოხდა.

ნიკო ბაიდაურის თქმით, მას გასაღები მანქანაში დარჩა, რის შემდეგაც, მისი მოპარვა სოფელ დუისში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა შეძლო.

გამტაცებელს პოლიციამ მეზობელ სოფელში დააკავა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა.

დღის ამბები