18 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ადიდებული მდინარე რიონი - სოფელ ჟონეთთან საგანგებო სიტუაციების ჯგუფები სამაშველო ოპერაციას ვერ იწყებენ

მაშველები და საგანგებო სიტუაციის მართვის ჯგუფები ამ წუთებში წყალტუბოში სოფელ ჟონეთთან არიან მობილიზებულები. ადიდებულმა მდინარე რიონმა დასახლებასთან დამაკავშირებელი გზა წაიღო და დატბორა ათი სახლი.

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია 8 ოჯახი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები.

საგანგებო სიტუაციების ჯგუფები სამაშველო ოპერაციას ამ დრომდე ვერ იწყებენ. ისინი წყლის დონის კლებას და წვიმის გადაღებას ელოდებიან. 

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათი თქმით, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. 

ჩაკეტილია ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაც.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები