18 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
განადგურებული მოსავალი, დახოცილი ფრინველი და დაზიანებული სახლები - სტიქიამ რამდენიმე რეგიონი დააზარალა

სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ კახეთის სოფლებში ადგილობრივებს ნათესები გაუნადგურა. მოსახლეობას დაეხოცა ფრინველი და სარდაფები დაეტბორა.

ისინი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ. ადგილობრივებისთვის მთავარი პრობლემა ბანკის ვალია, რომელიც მოსავლის რეალიზაციის შედეგად უნდა გაესტუმრებინათ, ახლა კი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.

როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულები განმარტავენ, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი არ ამოქმედებულა.

თვითმმართველობების წარმომადგენლების განცხადებით, კი დანადგარი მუშაობდა. ზარალის დათვლა დღეიდან იწყება.

პარალელურად, დაწყებულია ზარალის დათვლა წყალტუბოს რაიონში. უკვე აღდგენილია მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზეც, რომელიც ადიდებული რიონის გამო შეფერხებული იყო.

ავტორები: ია გულიაშვილი, ედიშერ თათელიშვილი.

დღის ამბები