18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ნიკა მელია გურიაში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ტუნაძეების ოჯახს ესტუმრა

გურიაში, დაბა ლაითურში სოციალურად დაუცველი ტუნაძეების ოჯახში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, იმყოფებოდა. ტუნაძეებს არანაირი შემოსავალი, ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ აქვთ, თუმცა სოციალურმა აგენტმა მათ საკმაოდ მაღალი ქულები მიანიჭა და შემოსავლის ერთადერთი წყაროც შეუწყვიტა.

ნიკა მელიამ ჯანდაცვის მინისტრს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„დაჯერებაც რთულია, რომ ამ ოჯახს, ტუნაძეების ოჯახს გურიაში, დაბა ლაითურში ოჯახს, სადაც კარი და ფანჯარაც კი არ არსებობს სახლში, არათუ ფანჯარა, ფანჯრის რაფაც კი არ არსებობს და ამ ოჯახს სახელმწიფო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უხსნის სოციალურ დახმარებას. რა უნდა ანაღვლებდეს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და ბატონ სერგეენკოს, თუ არა ტუნაძეების ოჯახის ბედი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები