20 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
Aerosmith-ის კონცერტი შეკვეთილში - Facebook-ის გვერდზე ჯგუფმა ქართველ მსმენელს მადლობა გადაუხადა

Black Sea Arena-მ ჯგუფ Aerosmith-ს უმასპინძლა. კონცერტი, რომელიც მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გაიმართა - საღამოს 10:00 საათზე დაიწყო. ლეგენდარული ჯგუფისთვის ეს ბოლო ტურნეა მათი კარიერის განმავლობაში, ამიტომაც მას Aero-Vederci Baby დაარქვეს.

ჯგუფმა მსმენელებისთვის ყველა დროის ცნობილი ჰიტი შეასრულა. საღამოს დასრულების შემდეგ Aerosmith-მა Facebook-ის გვერდზე ქართველ მსმენელს მადლობა გადაუხადა. ტურნეს შემდეგი გაჩერება მოსკოვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები