თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. მიმდებარე ტერიტორია, გარკვეული დროის განმავლობაში, დატბორილი იყო. დატბორვის მიზეზად წყალგამტარი სისტემის გაუმართაობა სახელდება.
გაცილებით მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად კახეთის მოსახლეობას. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ და თვითმმართველობის წარმომადგენლების უყურადღებობის გამო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ღამით სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები არ ამოქმედებულა. ზარალი ჯერ დათვლილი არ არის.
პარალელურად, უამინდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან დასავლეთ საქართველოშიც. წყლის დონემ წყალტუბოს რაიონში დაიკლო და გზაზე მოძრაობა უკვე აღდგენილია, თუმცა მოსახლეობის სახლებში წყალი ამ დრომდე დგას, ადგილობრივებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ.