20 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში - სტიქიამ დიდ კლდეისამდე მისასვლელი გზა ჩახერგა

სოფელი დიდი კლდეისი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. უხვი ნალექის გამო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა.

ჩახერგილი ტერიტორიის გაწმენდა ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილობრივ გამგეობაში კი აცხადებენ, რომ სამუშაოების დასასრულებლად შესაძლოა სპეციალური ტექნიკაც გახდეს საჭირო. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ნათია ებრალიძის განცხადებით, გზა საღამოს უკვე გაიხსნება.

 

დღის ამბები