18 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება - შსს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება - შესაბამის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 22 მაისს, 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე, ღონისძიებების დასრულებამდე, თავისუფლების მოედანზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, კერძოდ, პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება და ავტომანქანები თავისუფლების მოედნიდან ორბელიანის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. რუსთაველის გამზირსა და მის მკვეთ ქუჩებზე
გადაადგილება აიკრძალება 24 მაისის ღამის 12 საათიდან. 26 მაისს, დილის ხუთიდან კი
თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო კოტე აფხაზის, შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩებზე შეიზღუდება.

დღის ამბები