18 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
სტიქიით დაზარალებულ სოფელ საქობოს მოსახლეობას პოლიციამ აქციის გაგრძელების საშუალება არ მისცა

სოფელ საქობოს მაცხოვრებლებს, რომლებიც სტიქიამ დღეს განმეორებით დააზარალა,  აქციის გაგრძელების საშუალება პოლიციამ არ მისცა. მანამდე ლაგოდეხთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა მათ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი. ამით ადგილობრივებმა გამგეობის მხრიდან უყურადღებობა გააპროტესტეს. მათი თქმით, სტიქიისგან მიყენებული დიდი ზარალის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება არც ადგილზე მისულა და არც დახმარებას ჰპირდება.

დაზარალებულებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, რაც მათ გზა გადაკეტეს. გამგეობაში ამბობენ, რომ სტიქიის ზარალისთვის კომპენსაცია ადგილობრივი ბიუჯეტი არ ითვალისწინებს. ისინი გლეხებს მოსავლის დაზღვევას ურჩევენ.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან წყალტუბოშიც. სოფელი ჟონეთი წყალდიდობისგან გუშინ დაიტბორა. სოფელში წყლის დონემ დაიწია, თუმცა ეზოებში ინერტული მასალები დარჩა და მიმდინარეობს მათი გაწმენდა.

ავტორები: ია გულიაშვილი, ბედიშერ მუშკუდიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები