18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
დავა ოჯახსა და სახელმწიფოს შორის - დედას დროებითი მომვლელისთვის ჩაბარებულ შვილს უკან აღარ უბრუნებენ

12 წლის მოზარდი, რომელიც დედამ სოციალური პირობების გამო დროებით მომვლელს მიაბარა, 9 თვეა შვილს უკან ვერ იბრუნებს. საქმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს ეხება, რომელიც ოჯახმა 2 წლის წინ თვითონვე ჩააბარა სახელმწიფოს, ვინაიდან სახლში იმდენად მძიმე პირობები იყო, რომ ბავშვისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა ვერ ხერხდებოდა.

34 წლის სოფო ჭეიშვილი, ამბობს, რომ მაშინ ვერ უვლიდა ფსიქიურად დაავადებულ დედას და ცერემბრალური დამბლის დიაგნოზის მქონე შვილს. სახელმწიფომ ოჯახი შეამოწმა, არასათანადო პირობების გამო კი ბიჭი მინდობით აღზრდაში მიაბარა.

სოფო ჭეიშვილის მტკიცებით, მაშინ, როდესაც ბიჭი მომვლელს ხელში გადადის, 12 წლის მოზარდი ნერვიულობას იწყებს. მან ამის ამსახველი კადრებიც გადაიღო. დედის მტკიცებით ბავშვს მომვლელთან წასვლა არ სურს.  სოციალური მომსახურების სააგენტო კი ირწმუნება, რომ ასეთ ოჯახებს ხშირად ამოწმებენ.

ახლა ოჯახის მდგომარეობა შეიცვალა და მშობლები თვლიან, რომ უკვე თვითონ შეუძლიათ მოზარდზე ზრუნვა თუმცა, სახელმწიფოს წარმომადგენლები ასე არ თვლიან და ბავშვს სახლში არ აბრუნებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ სოფო ჭეიშვილს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის მოვლის საკმარისი უნარები არ აქვს. სააგენტოს წარმომადგენლები ოჯახში არსებულ ძალადობის ნიშნებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი. 

დღის ამბები