18 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
დავით დეფის პოეზია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ თავის ლიტურგიაში დაამკვიდრა

დავით დეფის პოეზია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ თავის ლიტურგიაში დაამკვიდრა. ავტორი ამას უფრო მნიშვნელოვან თარიღად მიიჩნევს, ვიდრე მისი ტექსტების შეტანა იყო აშშ-ში გამოცემულ ევროპის საუკეთესო ნამუშევრებში, ვიდრე ამერიკული პენკლუბისა და ამერიკული ლიტსაზოგადოების, ლედიგ ჰაუს შემადგენლობაში მოხვედრა, ვიდრე იულიუს მაინლის მიერ პოეზიის წლის ამბასადორად კურთხევა. ქართველი პროტესტანტები ღვთისმსახურებაში ასევე შოთას, ილიას, ვაჟას და დავით გურამიშვილის ნაწარმოებებს იყენებენ.

ამგვარად, დეფი უკვე მეხუთე ქართველი პოეტია, რომლის სიტყვებსაც მორწმუნეები ღმერთთან სალაპარაკოდ გამოიყენებენ.

დღის ამბები