ღამით გაიხსნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ კლდეისთან მისასვლელი გზა.
გაწმენდით სამუშაოებში დღის ბოლოს თბილისიდან ჩასული მძიმე ტექნიკა ჩაერთო.
უხვი ნალექის გამო ტერიტორიაზე კლდის მასა ჩამოიშალა - შედეგად თითქმის 24 საათის განმავლობაში სოფელ დიდ კლდეისში მცხოვრები 30-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა.