18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე - მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. დედაქალაქის მერიის ინფომრაციით, დღეს დილის 09:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნის ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო გადაიკეტება.

შესაბამისად, მოძრაობა შეიზღუდება პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალ ზოლზე. ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტობუსები ჩავლენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აუხვევენ ყოფილი ელბაქიძის აღმართზე და მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებენ.

მიკროავტობუსები კი, ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჭანტურიას ქუჩის გავლით მოხვდებიან.

დღის ამბები